MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

სოსო მანჯავიძის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციებს ეხმიანება.

“მართლაც ამოვიდა ყელში ამ ატროებული და აღგზნებული არსებების ყურება.
და ამათ გონიათ, რომ ასე მშვიდად ვუყურებთ, როგორ შევარდებიან სამთავრობო შენობებში და ახალ უბედურებაში გახვევენ ქვეყანას.

შემდეგ როგორ დაიწყებენ ტერორს მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად.
იმათი, ვინც რეალურად ვებრძოდით და ვებრძვით, თორემ ჰალსტუხიანი პეპლები არაფერში ჭირდებათ, მაქსიმუმ მოპარული ფული წაართვან.
ოცნება!

ამდენ ხანს ხალხი იმიტომ გითმენთ, რომ ამ ვურდლაკების დაბრუნების ეშინია.
კეთილი ინებეთ და იმოქმედეთ. სულ არ მაინტერესებს თქვენი შიდა გარჩევები და შიშები.

თორემ გამოვარდნა, შევარდნა, თავ-პირის პოლიტიკური და სხვაგვარი გაერთიანება მერე ნახეთ თქვენ – ნულოვანი ბარიერით. არ დაგვაავადმყოფეს მართლა? ითვალეთ მერე, ვის არ ეკეთა ღია სივრცეში პირბადეები და წერეთ 20 ლარიანი ჯარიმები.”– წერს სოსო მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER