MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“ამ ქვეყანაში, ყველა არჩევნების მერე ომი რატომ არის ვერ გავიგე, რა ხდება ეს, რა უზნეობაა, რას დაამსგავსეს ქვეყანა?!”- მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მსახიობმა თათული დოლიძემ Multimedia.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის.

“რატომ უნდათ, რომ ეს ქვეყანა მუდმივად უკან მიდიოდეს და არა წინ, ეს ჩემთვის გაუგებარია. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ჩემთვის, ეს არის კეთილისა და ბოროტის ბრძოლა, რომელიც ოდითგანვე ასე იყო და გაგრძელდება, უბრალოდ ეს ბოროტი ძალა ვერასდროს ვერ უნდა მოერიოს კეთილს და ასეც იქნება, სხვაგვარად შეუძლებელია.

კითხვაზე – რამდენად სამართლიანია “ნაციონალური მოძრაობის”  საპროტესტო აქციები, თათული დოლიძე ამბობს, რომ არანაირი აზრი არ აქვს საწინააღმდეგო მხარის პოზიციებიდან მდგომი ადამიანის მხრიდან მათ შეგონებას, თუმცა მისთვის საკვირველია, რომ სხვა პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

“მე უბრალოდ მაკვირვებს, დანარჩენი პარტიები რატომ არ შედიან პარლამენტში  და რატომ სურთ ეს რევოლუცია, ვერაფრით ვერ ვხვდები. 

თათული დოლიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც გააკეთა მცირე კომენტარი:

“მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მიხსენოთ,  მე, მას  ადამიანსაც კი ვერ ვუწოდებ, ეს არის რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც აყოლილები არიან ამ გაუგებრობას.

შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანი ამ პროცესებში იყოს ნეიტრალური  და როგორ შეიძლება ნეიტრალური იყო ბოროტი ძალის მიმართ?  როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ის, რაც მათ ჩაიდინეს, ან დღეს რასაც სჩადიან?”- ამბობს მსახიობი.

მან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე და თქვა, რომ ეს ადამიანები მიეკუთნებიან კატეგორიას, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ ბელადი და შეპყრობილები არიან კერპთაყვანისმცემლობით, შეუძლიათ თავისუფლად უარყონ ის, რაც ჩაიდინეს და ერთ-ერთ მაგალითად, სალომე სამადაშვილის კომენტარი მოჰყავს, როდესაც მან განაცხადა, რომ 2012 წელს, კასრებში აღმოჩენილი ვიდეოკადრები, სადაც აღბეჭდილი იყო ადამიანების წამება და პირადი ცხოვრების მასალები, მისთვის სპეკულაციის თემას და რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს.

“ამათ, თუ ცხვირზე და თვალზე არ ააფარე ფაქტები, თუმცა მაშინაც შეუძლიათ უარყონ ყველაფერი. მათთან დიალოგში შესვლა აბსოლუტური უაზრობაა, ეს არის ადამიანების კატეგორია,რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ ბელადი, მუდმივად ვიღაცას უნდა დაემონონ, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ და ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ან რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, რომ რამე შევაგონოთ, არაფერი იქიდან არ გამოვა.

ეს არის სექტა, ხვალვე რომ დაუხოცონ ყველა, მაინც დაიძახებენ, მიშაო, ამიტომ, ასეთ კატეგორიასთან ლაპარაკს ან აზრის გამოთქმას,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ყველა, მაგრამ იმ ქვეყნად რომ წავლენ, ალბათ დაიბარებენ, რომ მიშას პორტრეტი ჩააყოლონ”- განაცხადა თათული დოლიძემ Multimedia.ge-სთან საუბრისას.

თქვენი კომენტარი?