MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამბობს, რომ ხელისუფლებამ მისი კოვიდსტატუსი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, რათა კვირას დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეები არ მივიდნენ.

“როგორც მოსალოდნელი იყო, სახელისუფლებო მედიამ კამპანია დაიწყო ჩემს კოვიდ სტატუსზე. პირველი: უზნეობაა კოვიდის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება; მეორე-კოვიდის მიუხედავად, არჩევნებზე მოსულ ხალხს თავზე რომ დაახია არჩევნები, იმ ხელისუფლებას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, ვინმესკენ ხელი გაიშვიროს.

მესამე-დიახ, საჯაროდ განვაცხადე ჩემი სტატუსის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ სწორედ მსგავს კამპანიას დაიწყებდით, რადგან, თქვენგან განსხვავებით, პატივს ვცემთ ყველა ადამიანის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, მათ უფლებას, იცოდნენ სიმართლე.

ბოლოს, თქვენ, თქვენ აიძულებთ ადამიანებს რომ მიმართონ ქუჩის საპროტესტო აქციების ფორმას, არავინ სხვა. ამიტომ, რამხელა კამპანიაც არ უნდა აწიოთ, მაინც ზღვა ხალხი იქნება კვირას თბილისის ქუჩებში. კოვიდს შევეგუებით, უსამრთლობას-ვერა. ის ვინც დროებითი უსაფრთხოების მიზნით თმობს თავისუფლებას, ორივეს დაკარგავს-ბენჯამინ ფრანკლინი”– წერს სალომე სამადაშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER