ირაკლი ოქრუაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

373
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “გამარჯვებული საქართველო”-ს თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი კორონავირუსით დაინციფირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს.

სად აღარ “აღმინიშნავს” დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა.

წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.

ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები, რომ არ ვიყო აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ “იწყება” და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში.

უჩემოდ ბარიკადები არ იქნება… მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის“-  წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

თქვენი კომენტარი?