სალომე სამადაშვილის კიდევ ერთი გამოხმაურება მის ჩანაწერზე

944
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილის კიდევ ერთი გამოხმაურება მის ჩანაწერზე,რომელიც ინტერნეტით გავრცელდა.

“ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ-ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვავთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში.

არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. ქართული ოცნება ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს… ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ესეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია-მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში.“- წერს სამადაშვილი.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?