MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე გია თორთლაძემ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები Multimedia.ge-სთან ინტერვიუში შეაფასა, რომლის ვრცელ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე წარმოგიდგენთ ამონარიდს, რომელშიც ის დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრზე საუბრობს.

მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილები, არ გააჩნიათ პრინციპები, ხედვა და ორიენტირებულები არიან მხოლოდ ფულის შოვნასა და ხელისუფლებაში მოსვლაზე.

“პოლიტიკურ სპექტრს სხეული ფანჯარაში აქვს გამოდებული გასაყიდად. ყველა ფიქრობს, ვინ რამდენი ფული გადაიხადოს, რომელ სიაში აღმოჩნდეს, ვინ სად ივაჭროს,ვინ დარჩეს ხელისუფლებაში, მიიტაცოს უზარმაზარი ტერიტორიები 1 ლარად და რა “დაითრიოს” ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

ამ პოლიტიკურ პარტიებს რასაც ვუყურებ,ხან ერთ პარტიაში იყვნენ, მერე სხვაგან წავიდნენ, შემდეგ ისევ მობრუნდნენ.სამწუხაროდ, არცერთ პარტიას არ გააჩნია პრინციპები”- ამბობს გია თორთლაძე Multimedia.ge-სთან საუბრისას.

თქვენი კომენტარი?