გუბაზ სანიკიძე მის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა

683
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს,რომელშიც ის თემურ ალასანიასთან ერთას საუბრობს. მისი თქმით, ეს არის დამონტაჟებული და სიტყვები გადაადგილებულია, რაც წინადადებას ცვლის.

„მე მქონდა ბატონ თემურთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე, შექმნილ ვითარებაზე. მოვითხოვ, ეს ჩანაწერი მთლიანად გამოაქვეყნე ბიძინა, რომ ჭრი და კერავ და უკრაინიდან აქვეყნებ. გამიხარდება, რომ ქართველმა ხალხმა მოისმინოს.

იქ არის ძალიან ბევრ თემაზე საუბარი, სხვათა შორის არისტოტელეზეც და პლატონზეც, როცა „სახელმწიფოს დამხობას“ ვაპირებ. იქ იყო საუბარი მოსაზრებების ურთიერთ გაცვლაზე. ეს მოსაზრებებზე, 2 დღით ადრე სანამ ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ ტელეკომპანია „კავკასიაზე“ ვისაუბრე. სააკაშვილის ბიძას ვესაუბრე, მაგრამ რა ჩანაწერიც გავრცელდა, დამონტაჟებულია, მიჭრილ – მოჭრილია და არ არის ავთენტური. “ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

თქვენი კომენტარი?