ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

1136
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელმაც 270- ზე მეტი ხმა მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება თითოეულ შტატში არჩეული წარმომადგენლებისაგან. კოლეგიაში ყოველ შტატს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელი ჰყავს, რადგან ის დამოკიდებულია შტატების მოსახლეობის რაოდენობაზე.

საარჩევნო კოლეგიაში 538 წევრია, შესაბამისად გამარჯვებული ხდება ის, ვინც მოიპოვებს კოლეგიის წევრთა უმრავლესობის ხმებს, 270 ან მეტ ხმას.

თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ 9 ნოემბრიდან იწყება სასამართლო პროცესები, სადაც საჩივრების განხილვა უნდა მოხდეს, როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, მას ხმები მოპარეს და რეალურად მიღებული აქვს 71 მილიონზე მეტი ხმა. ახლა სიტყვა უზენაეს სასამართლოზეა,რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ვინაობას.

თქვენი კომენტარი?