კაცებშიც მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც “ქალურ” (ტოლერანტულ/გამაერთიანებლურ) პოლიტიკას გაატარებს – ბაია პატარაია

329
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბაია პატარაიას პოსტი სოციალურ ქსელში,რომელიც პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდას ეხება.

“დღეს ყველა კამალაზე საუბრობს, ბაიდენზე მეტად მისით ინტერესდებიან. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ქალების დრო მოდის პოლიტიკაში. ჩვენთან მხოლოდ ჩანასახია, მაგრამ აქაც უკვე ჩანს (შეხედეთ ხოშტარიას მზარდ რეიტინგს). ჩვენ ისედაც ცოტას ჩამოვრჩებით და ეს სხვაგან უფრო მალე მოხდება, მაგრამ ნიჩეო…

მე მოვესწრები მაგას, მოვესწრები კი არა, მონაწილეობას მივიღებ, კაცები ძალიან დეგრადირდნენ პოლიტიკაში და ტრამპის ფენომენი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ამისა. გაირყვნენ კაცები ფულისა და ძალაუფლებისაგან, (შეხედეთ ბიძინას). სწორედ ამიტომ ხალხი გადავა და ხალხი მოითხოვს და ხალხი აირჩევს ქალ პოლიტიკოსებს.

დღეს ღირსება ქალებთანაა დავანებული და სწორედ ღირსეული ქალები გამოვლენ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო მძლავრ ლიდერებად. კაცებშიც მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც “ქალურ” (ტოლერანტულ/გამაერთიანებლურ) პოლიტიკას გაატარებს. მე მითქვამს, და აღდგომა და ხვალეო”– წერს პატარაია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE