MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“ამ პანდემიის დროს, შეიძლება ასეთი რამის გაკეთება? თუ შენი ხალხი გიყვარს და პატივს სცემ ,მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამათ ხალხი კი არ ადარდებთ, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ”-  მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა Multimedia.ge-სთან საუბრისას, “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მათი ინტერესი, არა ადამიანები, არამედ პირადი კეთილდღეობა და თანამდებობებია, რათა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება.

“ამათ სულ არ ადარდებთ ხალხის ამბავი და ვითომ არჩევნები გააყალბეს , მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ბელადი რასაც უკარნახებს იქიდან,ხომ თქვა სააკაშვილმა, მეც გადავიტანე ვირუსიო, რა არის, ეგ არაფერი არ არის და გამოდითო, აბა ამას რომ მოუწოდებს ადამიანი, უნდა გახვიდე?

მათ მხარდამჭერებში ახალგაზრდებიც არიან და მათი კარგად მესმის, რადგან იმ დროს, როცა ეს სისაძაგლეები ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ, ეს ახალგაზრდები იყვნენ 5-6 წლის, არც იციან რა მოხდა, აი ამაშია საქმე”- ამბობს ნანული სარაჯიშვილი.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არსებული ვითარების დასასტაბილურებლად, ნანული სარაჯიშვილი პასუხობს:

არავის არ ვმოძღვრავ და მაქვს ჩემი აზრი, ხომ შეიძლება რომ დავაფიქსირო?! – ამ პანდემიის დროს,  ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა ეს შეკრებები და უნდა ჩაეკეტა. პირველად რომ დაფიქსირდა ვირუსი, სულ 5-6 კაცი იყო და რა შიშში ვიყავით და ახლა მითუმეტეს, უმართავი გახდა, ამ დროს ალბათ ან კომენდანტის საათი უნდა დაწესდეს, აბა როგორ შეიძლება? თუ დავიხოცეთ ყველა, ეს პარლამენტი რაღად უნდათ?”- ამბობს ნანული სარაჯიშვილი Multimedia.ge-სთან საუბარში.

თქვენი კომენტარი?