MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ყველაფერი გასაგებია, იქიდან მართავს მიშას ბიძა, თემურ ალასანია, ყველამ ყველაფერი ვიცით.  ვინ არის თემურ ალასანია, რომ იქიდან მოძღვრავს და იძლევა დირექტივებს?! – ასე გამოხმაურა Multimedia.ge-სთან საუბრისას მსახიობი ნანული სარაჯიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, სახალხო დაუმორჩილებლობაზე საუბრობენ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას და რევოლუციას.

“ეგენი არიან მარტო ხალხი?  არ დაუშვებს ქართველი ხალხი, რომ “ნაციონალებმა” კვლავ რევოლუცია და მაიმუნობები მოაწყოს, ყველაფერი გაშიფრულია და ძალიან კარგად ვიცით. მათ გარდა ნორმალური ხალხიც არსებობს ამ ქვეყანაში, ვინც ამას არ დაუშვებს”-  ამბობს ნანული სარაჯიშვილი Multimedia.ge-სთან საუბარში.

თქვენი კომენტარი?