MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ეხმიანება გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერს, რომელიც უკრაინულ ვებ გვერდ obozrevatel.com-ზე გავრცელდა.

“ამდენი ხანია ბევრი ჩვენგანი ამბობს რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმას გრუ-ს გენერალი თემურ ალასანია ამზადებს – ამ საუბარში ეს პირდაპირ ჩანს. ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია რომ ზომები მიიღოს ამ დანაშაულებრივი აქტის თავიდან ასაცილებლად.

არ შეიძლება ეს ზღვარგადასული ‘დემოკრატიობანას’ თამაში და ასეთ დანაშაულებზე პირდაპირ თვალის დახუჭვა. ხელისუფლება ვალდებულია რომ დაგვიცვას ამ ქვეყნის მოქალაქეები და უვნებელყოს ამ სახელმწიფო გადატრიალების ყველა ორგანიზატორი. აქ ცხადია რომ მზადდება ძალადორბივი აქტი და უკანონოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდება დანაშაულებრივი და ოკუპანტი ქვეყნის დაზვერვის მიერ მომზადებული გზით.

როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა გრუ-ს გენერალი თემურ ალასანიას კოლონიზირებული სათამაშო?

ამავე დროს ნებისმიერი დაგეგმილი ხალხმრავალი აქცია – გარდა გრუ-ს დაგეგმილი ძალადობისა – არის კოვიდის მოაკვდინებელი ინფექციის პირდაპირი გამავრცელებელი მოსახლეობაში და ასეულობით და შეიძლება ათაშეულობით ადამიანის სიკვდილის შესაძლო პირდაპირი მიზეზი! რატომ უნდა ვითმინოთ ჩვენ – კანონდამჯერმა მოსახლეობამ ძალაუფლებას მოწყერებული მანიაკების პირდაპირი ძალადობა ჩვენზე – ახლა უკვე აშკარა გახდა, რომ კოვიდის ინფექცია ყველა ასაკის ავადმყოფებს კლავს და საშიშია აბსოლუტურად ყველასათვის!

რატომ არ აწესებს ხელისუფლება შეზღუდვებს ხალხმრავალ შეკრებებზე – სადაც 100 ან 200 ადამიანზე მეტი იკრიბება და არ იცავს დისტანციას?!

დროა ჩვენ ყველანი მივხვდეთ, რომ იგეგმება საქართველოს მოქალაქეების გეგმაზომიერი, მასშტაბური და დაუნდობელი მკვლელობა – კოვიდის ინფექციით თუ ტყვიით – ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს! დროა ხელისუფლებამ გადამწყვეტი ზომები მიიღოს და დაგვიცვას საქართველოს მოქალაქეები!”- წერს ირაკლი კაკაბაძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER