MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ირინა სარიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ვარ, მაგრამ არასოდეს მითქვამს ის, რასაც ეხლა ვამბობ, თან ვამბობ იმას, რაზე მეტის თქმაც საქმის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

ამას ვამბობ არა როგორც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი – ამას იოლად გადავლახავ, ისე როგორც გადავლახე ნაციონალური მოძრაობის მიერ დევნილმა თავის დროზე.

არ მეგონა თუ პოლიტიკაში, სულერთია ,სად და როდის, არსებობდა ისეთი ძალა, კი ბატონო შეცდომებით სავსე, რომელიც ასე გვერდზე გადადებდა საკუთარ ამბიციას, იმ რეალობას, რომ მისი პოპულარობით დადგა დღევანდელი დღე, ისევე როგორც პარლამენტში შესვლაზე მისი უარით არის განპირობებული დღევანდელი პროტესტი, მშვიდად მოისმენდა გონზე მოსული სხვა პარტიების რიხიან გამოსვლებს დღეს – სწორედ ნაციონალების პროტესტის საფუძველზე, და ასევე მშვიდად მიიყვანდა საქმეს გამარჯვებამდე.

რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, ყოველთვის ამაყი ვიქნები ჩემი არჩევანით – 5 ! ბოლომდე ვიდგებით! ბოლომდე”- წერს ირინა სარიშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER