ესენი ბევრად ცუდზე არიან წამსვლელები და ხელისუფლებამ დროულად უნდა გაანეიტრალოს ეს კრიმინალები – მაია ნიკოლეიშვილი

1748
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ესენი ბევრად ცუდზე არიან წამსვლელები და ხელისუფლებამ დროულად უნდა გაანეიტრალოს ეს კრიმინალები“- ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი სამედიცინო ექპერტი მაია ნიკოლეიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ორგანიზებულ აქციას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაიმართა, რა დროსაც ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციის მანქანას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს და ქვეყნის გადამრჩენებს უწოდებენ, რეალურად არიან კრიმინალები და მათ კარგად იცნობს, ვინაიდან საკუთარ თავზე გამოსცადა, როდესაც 2006 წელს, გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და აიძულეს ეღიარებინა ის, რაც არ არ მომხდარა.

“ამ ადამიანებს უკან დასახევი არ აქვთ და დეგრადირდნენ, ისინი პოლიტიკოსები  მართლა არ არიან, ეს არის მარგინალიზებული ძალა, რომელიც ძალაუფლებას მოიპოვებს ყველაფრის ფასად. თუ ეს წერტილოვანი დარტყმები არ გამოუვა, ბოლობოლო ვიღაცას მოურიგდება,მე ერთ-ერთ პოსტში ქაბული ვახსენე, შემთხვევით არ მიხსენებია, დესანტს ჩამოსხამს და რაღაც უბედურებას გააკეთებს, ამიტომ ამ ადამიანების განეიტრალება, მე ვთვლი, რომ დაგვიანებულიც არის. ასეთი კრიმინალების ასე მიშვება ნამდვილად არ შეიძლება” – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა “POSTV”-ს ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში ჩართვისას.

თქვენი კომენტარი?