დავით ოქიტაშვილის მიმართვა 8-9 ნოემბრის მოვლენებზე

883
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი 8-9 ნოემბრს, ცესკოს მიმდებარედ,ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება:

“ბიძამ დისშვილს დაურეკა! აბა შენ იციო, დისშვილმა ქართველი რენეგატები – ნეო იასე ფალავანდიშვილები და ნეო სერგო ორჯონიკიძეები მოქოქა და ,,სამართლიანობის აღდგენის” სახელით, მთელი დღე ეცადნენ და დღის ბოლოს, მშრალები და დაუზიანებლები გამოვიდნენ დიდი აურზაურიდან!

წაქეზებული და დაშავებული აქტივისტები და პოლიციელების მიმართ სხვადასხვა ეპითეტებით შეამკეს ბარიკადის მდგარზე ორი გულანთებული ქართველი.

1. რომელსაც ჰგონია, რომ სამართლიანობას ემსახურება
2. რომელიც კანონს იცავს და ამისთვის ისჯება!

პირველ რიგში მივმართავ მთავრობას – აღკვეთეთ ეს დანაშაული, პანდემიის პერიოდში ეს ორმაგი ბოროტება ნაცების მხრიდან

მივმართავ ნაცბანდას – დოქსოპულო შენ დედა გყაავს?! – მაშინ რატომ არ უფრთხილდები?!

თუმცა გამახსენდა შენი დევიზი – მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას!

აქეთ  იქით მორბენალო, აიწონას მხარეს მდგომო პოლიტიკოსებო – თქვენი რეიტინგი ისედაც არ ივარგებს პოლიტიკაში მოსასვლელად და იქნებ, დამნაშავეებად მაინც არ იქცეთ!

მივმართავ ახალგაზრდებს –  რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები. ასე რომ ნუ გამოაყენებინებთ თავს ავაზაკებს!

და ბოლოს, ბოდიშს გიხდით ჩემო მხცოვანო ბებო – ბაბუებო რომ მივეცით ამ ნაძირლებს, ამ მწამებლებს უფლება – თქვენი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენონ, მაგრამ ნუ შიშობთ, ესეც გაივლის და თქვენი სიბერე იმ ახალგაზრდების მოტივაცია იქნება, ვისაც სიბერის არ შეეშინდება “- წერს დავით ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?