იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადაატრიალებს (ვიდეო)

606
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადაატრიალებს” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც ხელისუფლების გადატრიალება დაანონსა.

„სასაცილოა, მათი განცხადებები. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის, ჩვენ  მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით და ვისმენთ, რომ სურვილი აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება საუბრობდნენ დამხობაზე,

ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე რა , გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს რა.  თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავიანთ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა,“– განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE