ეს არის სააკაშვილის და ბიძამისის ბრძოლა ხელისუფლების დასაბრუნებლად, თვითონ, არც თავი აქვს და არც ტ..აკი აქვს აქ ჩამოსასვლელად – გია გაჩეჩილაძე (ვიდეო)

3110
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ეს არ არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და თავისუფალი არჩევნებისთვის.ეს არის კონკრეტული ადამიანისთვის ხელისუფლებისთვის ჩაგდების ბრძოლა”– ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი და მომღერალი გია გაჩეჩილაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას.

“ამას რომ გრძნობს საზოგადოება, ამიტომაც არ გამოდის გარეთ. საქართველოს საზოგადოება ერთი წამით არ დარჩება სახლში, როდესაც იქნება და იგრძნობს, რომ ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ისე გამოვა ხალხი, არავის მოწოდება არ დასჭირდება.  ასე რომ ამას ნუ განიცდით, ეს არის სააკაშვილის და ბიძამისის ბრძოლა ხელისუფლების დასაბრუნებლად და ამ ბრძოლა ჩვენ იქ რომ გავიდეთ, ესეიგი სააკაშვილის კიდევ ერთ წისქვილზე უნდა დავასხათ წყალი, ვირის ყურები უნდა გავიკეთოთ და ხელისუფლებაში მის მოსასვლელად ტორპედოები უნდა გავხდეთ.

თვითონ, არც თავი აქვს და არც ტრაკი აქვს აქ ჩამოსასვლელად, ამიტომაც არის, რომ ტორპედოდ სხვა ადამიანები უნდა ჰყავდეს. თვითონ ჩამოვიდეს და გაჰყვეს ერთი ეს ხალხი, რატომ ვერ ჩამოდის?  რატომ ვერ მიდიან ის ლიდერები წინ, რატომ სულ ახალგაზრდებიდა ბავშები რატომ მიუძღვებიან წინ? ლიდერები ასე არ იქცევიან. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, ეს არ არის გულწრფელი ბრძოლა, ეს არის მოტყუება, რომელიც იყო 2003 წელს და ერთხელ უკვე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ საკუთარ გადაცემაში.

თქვენი კომენტარი?