MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

სომხეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს სოციალურ ქსელში:

“ყარაბაღის ომის შეწყვეტაზე ხელი მოვაწერე განცხადებას რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 01.00 საათიდან. უკვე გამოქვეყნებულია განცხადების ტექსტი. დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.

ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის შედეგად.მაქვს რწმენა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში.

ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა, ეს უნდა იყოს ეროვნული ერთიანობის, ხელახლა დაბადების ეპოქის დასაწყისი.

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ მომავალი და აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები.

ვიჩოქებ ყველა ჩვენს მსხვერპლზე. ქედს ვიხრი ყველა ჩვენი ჯარისკაცის,  გენერლის, მოხალისეების წინაშე, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ და იცავენ. მათ არცახი თავიანთი პიროვნებებით გადაარჩინეს.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. არცახი დგას. გაუმარჯოს სომხეთს. დიდხანს იცოცხლე არცახ.”– წერს ფაშინიანი.

https://www.facebook.com/nikol.pashinyan/posts/2807204759599901

RADIO24-BANNER