ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე – ნიკა გვარამია

443
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნიკა გვარამია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადება მან დაწერა:

“სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე.

ჯერ ერთი, სამსაათიანი მთავარი იწყებოდა და მოგვაწოდა ბატონმა ვაშაძემ საკუთარი განცხადება (უკაცრავად, თქვენ თუ არ მოგაწოდათ და ჩვენთვის მოწოდება უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა). და როგორც კი მომივიდა მესიჯად ეს განცხადება, სრულიად უცვლელად, სამს რომ 2 წუთი აკლდა, ჩავუგდე პროდიუსერს და დავდე საკუთარ ფბ გვერდზე.

მეორე, მე რომ დამეწერა ეს განცხადება, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ. თუ გგონიათ, რომ ჩემს პოზიციას სრულად ეთანხმება ეს ტექსტი, შემცდარხართ”– წერს ნიკა გვარამია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE