ოპოზიცია ბეწვის ხიდზე გადის – ხათუნა ლაგაზიძე

601
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ოპოზიცია ბეწვის ხიდზე გადის: თუ შეთანხმება-ერთიანობა შუა გზაზე ჩამოეშალათ ან/და თუ აქციებით რეალურ, ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს – ამომრჩევლის ტოტალურ იმედგაცრუებას და დეპრესიას გამოიწვევენ და ის შედეგიც სანატრელი გაუხდებათ, რაც ამ არჩევნებზე მიიღეს.

მთავარია ამომრჩეველმა არ დაკარგოს რწმენა, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებისთვის იბრძვის და არა – საკუთარი მანდატების რიცხვის გაზრდისთვის! თორემ, ოპოზიცია მარტივად ჩაირეცხება, იმ შემთხვევაშიც კი თუ “ოცნებას” გარდაუვალი კრიზისი დაუდგება.”– წერს ხათუნა ლაგაზიძე.

თქვენი კომენტარი?