MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მედპერსონალს ბოდიშს უხდის იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც  უგულვებელჰყოფს კორონავირუსისგან დაცვის წესებს და თვითნებურად, ხელს უწყობს ინფიცირებულთა მატებას.

“ექიმებო, ექთნებო, ბოდიშს გიხდით ყველას ნაცვლად! ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ზუსტად ვიცი, ფეხზე ძლივს დგახართ, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებთ, რომ გააგრძელოთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობა, ვიცი, რომ მედიცინის ბევრი მუშაკი ინფიცირებულია და ვინც მუშაობთ, თითოეულს რამდენიმე ადამიანის ფუნქციის შეთავსება გიწევთ.

ბოდიშს გიხდით იმ ადამიანების უგუნურებისთვის, ვინც ფეხებზე იკიდებს რეკომენდაციებს, რეგულაციებს და მრცხვენია საზოგადოების იმ ნაწილის გამო, ვინც თვლის, რომ ,,ფულის საშოვნელად მოიგონეს კორონა და ექიმებიც ამ ფარსის მონაწილეები ხართ”.

მეშინია იმ უმძიმესი პერსპექტივის, რაც შეიძლება დადგეს ამჟამინდელი მასობრივი შეკრებების და ყოველგვარი რეკომენდაციების უგულებელყოფით გამართული აქციების თუ თავყრილობების ფონზე.

და ბოლოს, მართალია, მე სამედიცინო განათლება არ მაქვს – ჟურნალისტი ვარ, ძალზე ვფრთხილობ, რომ თავი ავარიდო კორონავირუსით დაინფიცირებას და დავიცვა ჩემი ოჯახი და ახლობლები, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლით, მზად ვარ, დაგეხმაროთ რის გაკეთებასაც შევძლებ.”- წერს ია თინიკაშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER