რას მთავაზობთ, გავგუდოთ საქართველო? საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა – ლავროვი

356
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით,  საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი არის მომხრე, რომ რუსეთთან ჰქონდეს ურთიერთობა.

„თავიდან დაინიშნა საქართველოსთან ჩარტერული რეისები, შემდეგ- რეგულარული. შემდეგ რეისების რაოდენობა გაიზარდა. ხალხი ამ რეისებით სარგებლობს. თვითმფრინავები სავსეა ტურისტებით.

გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მგონი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. რეგულარულად ტარდება ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ხაზით. ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რომ ჩავშალოთ. ბაზებს იქ მაინც ააშენებენ, ბატალიონებსაც მოამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს.

რას მთავაზობთ? გავგუდოთ საქართველო? საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. თუ ამ კავშირებს გავწყვეტთ, მათი რაოდენობა 40-დან 2 პროცენტამდე ჩამოვა“, – განმარტავს ლავროვი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE