“ეს დღეები ისეთი მძიმე იყო, რომ თხოვნის თავიც არავის ჰქონდა” – 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია

487
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

1 წლის ერეკლე დანელიას დაბადბიდან  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მან უკვე 5 ოპერაცია გადაიტანა ამ პერიოდში. ფეისბუქის მომხმარებლები მას კარგად იცნობენ. ახლა კი დეტალურად გაგაცნობთ იმ პრობლემებს, რაც პატარა ბიჭუნას აწუხებს. მისი მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და თქვენი გადარიცხული 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ერეკლეს დეკემბრის თანხა ბოლომდე არ არის მოგროვებული, საჭიროა კიდევ 4,000 ლარი. მაგრამ ეს დღეები ისეთი მძიმე იყო, რომ თხოვნის თავიც არავის ჰქონდა…

ერეკლეს დაავადება – მოკლე ნაწლავის სინდრომი შესულია მსოფლიოს უიშვიათეს დაავადებებში. მისი მართვა და მოვლა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ერეკლეს ბოლო 3 თვის განმავლობაში მატება აღარ ჰქონია მხოლოდ სიმაღლეში იმატებდა. დეკემბერში ნელნელა მადა მოემატა და დღის განმავლობაში კვება 150-300_მდე გაზარდა – რის გამოც ერეკლემ წონაში მატება დაიწყო  ახლა უკვე 7,600 გრამია, ანალიზები კი დამაკმაყოფილებელი.

მხოლოდ ეს არ კმარა, წამოიჭრა უფრო რთული და მტკივნეული პრობლემა – ძვლების ოსტეოპოროზი. ერეკლეს დაავადებას ბევრი გართულება სჩვევია და არ არის ეს ექიმებისთვის უცხო. მაგალითად მოსალოდნელია( არ აწუხებს და იმედია არც შეაწუხებს) კენჭები ნაღველში და თირკმელში, ღვიძლის სერიოზული პრობლემები, დისბაქტერიოზი, კანის პრობლემები და მრავალი გვერდითი მოვლენა…. ერთ ერთია ოსტეოპორეზიც.

ერეკლეს სტკიოდა ფეხები, მენჯი, ტერფები, ჩვენ რა თქმა უნდა ვაჩვენეთ ორთოპედს, რომელმაც გვითხრა გადაგვეღო რენდგენი და ეხო სახსრებზე ,რადგან მის ასაკში მიმდინარეობდა ჩამოყალიბება და ტკივილი შეიძლებოდა ამას გამოეწვია. ასეც მოვიქეცით და ექიმის ვარაუდი დადასტურდა – მეორადი რახიტი , სახსრების დაგვიანებული განვითარება. ეს ყველაფერი მოხდა ზაფხულში, რის მერეც ვიკეთებთ D3 ვიტამინის ინექციებს და ფიზიოთერაპიას – ელექტროფორესი კალციუმით.

ტკივილი და დისკომფორტი ერეკლეს ისევ აწუხებს. ამ პერიოდში ერთხელ კიდევ ვანახეთ ორთოპედს. რამდენიმე დღის წინ თბილისში მოწვევით ჩამოვიდა თურქი ორთოპედი და ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით. მან მოითხოვა ერეკლეს რენდგენი კისრიდან ტერფებამდე – რამაც აჩვენა რომ მთელი შემოდგომის პერიოდში ერეკლეს ფეხებზე მიღებული აქვს 4 მოტეხილობა(ატეხვა/გაბზარვა) რომლებიც უკვე შეხორცებულია. ოსტეროპოროზი, მყიფე და გამოფიტული ძვლები, ძალიან, ძალიან მძიმე მდგომარეობა.

მისი მკურნალი ექიმის თქმით ეს არის ძალიან ხშირი და მოსალოდნელი მდგომარეობა ასეთ ბავშვებში. მხოლოდ D3 , კალციუმი და დრო უნდა, რომ უკეთ გახდეს. მეორეს მხრივ თურქი ექიმი ითხოვს საბუთებს, რადგან ერეკლე ასეთი მძიმე პაცინეტია, მრავალი პრობლემით, უნდა შეიკრიბოს კონსილიუმი და გადაწყდეს თუ რა არის შესაძლებელი… ამჟამად საბუთები თარგმნის პროცესშია, ჩვენ გადავაგზავნით და დაველოდებით მათ გეგმას კონკრეტულად ძვლებზე.

მანამდე კი გთხოვთ, რომ ერთი სანერვიულო მაინც მოგვაკლოთ და დაგვეხმაროთ დარჩენილი თანხის შეგროვებაში

ერეკლეს აქვს “მოკლე ნაწლავის სინდრომი” , 20 სმ ნაწლავი 2-3 მეტრის ნაცვლად. ამის გამო ერეკლე ღამით 14 საათით ვენურ კვება- გადასხმაზეა ჩართული და ყველა ვიტამინს, მინერალს, სითხეს და ცხიმს იღებს გადასხმიდან. დღის განმავლობაში კი არის დიეტურ კვებაზე. ეს გადასხმები, სავარუდოდ, გაგრძელდება 18 წლამდე მაგრამ არა ყოველდღე – კვირაში რამდენჯერმე- ამისთვის კი ერეკლემ თვითონ უნდა შეძლოს ბევრის ჭამა და გადამუშავება. მომავალში გაუკეთდება დაგრძელების ოპერაციაც, რაც დაეხმარება, რომ საკვები დიდხანს გაუჩერდეს ნაწლავებში და უკეთ შეიწოვოს.

ანგარიშსწორების რეკვიზიტები:

მიმღები – ჯიმშერ დანელია
Jimsher Danelia(გზავნილი უცხოეთიდან)
პირადი # 01008038232

საქართველოს ბანკი:
GE60BG0000000041739800

თიბისი ბანკი:
GE90TB7320645061100014

რუსეთის მოქალაქეთათვის
карта сбербанка :
676280389563212872
მიმღები : ქეთევან დანელია (ბებია)

ნებისმიერი ქვეყნიდან :

https://www.gofundme.com/helplittleEREKLE

თქვენი კომენტარი?
IMG.GE