აი მერე ნახავთ, ვის მოუნდება დეპუტატობა და ვის არა – დავით ოქიტაშვილი

1972
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“არ შემეხო, დეპუტატი ვარ, იმუნიტეტი მიცავს”- აი ამას გაიძახიან “ცესკო”-ში შევარდნილი  მწამებლები.

პარლამენტმა, პირველი, რა კანონიც უნდა მიიღოს, ეს არის დეპუტატებისათვის იმუნიტეტის მოხსნა და აი მერე ნახავთ, ვის მოუნდება დეპუტატობა და ვის არა.”- ასე ეხმიანება კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას, როდესაც იქ “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი თანაპარტიელებთან ერთად იყო და დაცვას შენობიდან მისი გაყვანის საშუალებას არ აძლევდა იმ საბაბით, რომ ის დეპუტატია და იმუნიტეტი იცავს.

“რატომ უნდა იცავდეს მწამებლეს და დამნაშავეებს დეპუტატის იმუნიტეტი?! მიიღეთ ეს ისტორიული გადაწყვეტილება და აი მერე ნახავთ რამდენს აღარ მოუნდება დეპუტატობა და აქციები. სცადეთ!

P:S ბევრ ქვეყანაში დეპუტატს იმუნიტეტი ვერ იცავს”– წერსდავით ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?