MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ დაეხმართ ჩემს გიოს რომელსაც ძალიან სჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება.”– კიდევ ერთმა ოჯახმა მიმართა Multimedia.ge-ს ინფორმაციის გამოქვეყნების თხოვნით. ამჯერად 9 წლის გიორგის პრობლემის შესახებ გიამბობთ.

“გიორგი 9 წლისაა და ბოლო 5 წელი სულ საავადმყოფოს კარებზე ვართ. 2015 წელს დაეწყო გაურკვეველი სახის მოძრაობები რომელიც აღარ ემორჩილება წამლებს.  ერთადერთი ხსნა თავის ტვინის სტიმულაციაა, რომლის ფასი 140 000 ლარია. ჯანდაცვამ მხოლოდ 10 000-ით დააფინანსა. არ ვიცი საიდან დავამატო ამხელა თანხა.

წლებია ჩვენი სახსრებით ვუმკლავდებოდით ყველაფერს, მაგრამ ახლა ამის საშუალება აღარ გვაქ. ვის არ მივმართე დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ.

გთხოვთ ნუ გაგვწირათ, დაგვეხმარეთ, რომ საზოგადოებას მივაწვდინო ჩვენი გასაჭირი. გემუდარებით, ძალიან მრცხვენია უცხო ადამიანების შეწუხება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვუყურებ 24 საათი შვილის აკანკალებულ სხეულს და ვერ ვშველი, დაგვეხმარეთ გთხოვთ.” გვწერს გიოს დედა.


ანგარიშის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ბანკი:GE41BG0000000365961381 – მიმღები ალბერტი ონიკაშვილი.

თიბისი ბანკი: GE19TB7587845061100057 – მიმღები, ალბერტი ონიკაშვილი.

ლიბერთი ბანკი: GE66LB0211116982082000 – მიმღები იზა ონიაშვილი, დედა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER