” ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისი” – სახელმწიფო დეპარტამენტი

422
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისი”– ასე იწყება სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც 17-18 ნოემბერს საქართველოში შედგება

“სახელმწიფო მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისი. საქართველოში შეხვედრა გაიმართება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოსახატად.”- ვკითხულობთ საინფორმაციო ანონსში.

ცნობაში ასევე წერია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვდება პატრიარქ ილია მეორეს.

თქვენი კომენტარი?