MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

პარტია “ლელო”-ს წევრი დავით უსუფაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის მიერ, არჩევნების მეორე ტურის დღეს დაგეგმილ ე.წ სირცხვილის დერეფნებს ემიჯნება.

“სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება… არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს.

ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის.”- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER