არანაირი სირცხვილის კოროდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება – ელენე ხოშტარია

1800
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია არ იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის” იდეას, ე.წ სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით, რომელიც 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე დაიგეგმა.

“არანაირი სირცხვილის კოროდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც ოცნების ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდევ, ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი ეს სწორედ ამას არ უნდა დავესმგავსოთ!

და საერთოდ არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ, ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები”- წერს ელენე ხოშტარია.

თქვენი კომენტარი?