ნუღარც ის გიკვირთ რატომ აძლევენ მწყობრად ხმას “ოცნებას” – ხათუნა ლაგაზიძე

678
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რა სირცხვილის დერეფნები, ხალხო, რა სირცხვილის დერეფნები?!”- ასე ეხმიანება ხათუნა ლაგაზიძე “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დაანონსებულ ე.წ სირცხვილის დერეფნებს.

“მერე გიკვირთ, რატომ ვერ განელდა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ოპოზიციის რევანშის მიმართ შიში! ნუღარც ის გიკვირთ რატომ ლაგდებიან და მწყობრად აძლევენ “ოცნებას” ხმას.

ნუღარ დაიმშვიდებთ მერე თავს ადმინისტრაციული რესურსით და კარტოფილზე გაყიდული ხმებით: თქვენ მიგყავთ ეს ხალხი და თქვენ აიძულებთ “ოცნებას” მისცეს ხმა. პროტესტის ფორმას რა დალევს, რაღა ეს დერეფნები. საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას კი არა, გამთლიანებას უნდა მოვახმაროთ ახლა მთელი ძალისხმევა.”- წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?