კორონავირუსი დაუდასტურდა თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც

440
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თენგიზ ცერცვაძესთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლე ანა თოფურიასაც. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს:

“ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?