MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოშია. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. სავაჭრო ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოება და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება – ასეთი მოლოდინი აქვს თბილისს. საქართველოში ელოდებიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER