MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

“კობახიძემ, სადღაც წამოწოლილმა ეთერში ასე გააკეთა, მე ახლა დებატი მინდა და აბა ბიჭებო დებატი იქნება, ეგრე ელაპარაკოს თავისნაირებს, სადაც გაუვა.”– ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველო”-ს ლიდერი გიგი უგულავა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის ინიციატივას, ოპოზიციასთან ტელედებატის გამართვის შესახებ.

“ჯერ დავიწყოთ, ვინ არის კობახიძე? ღლაპი, რომელიც ყველაზე უფრო დაუჯერებელ სისულელეებს ლაპარაკობს, ან ალაპარაკებენ, მაგ პარტიას ხო ჰყავს თავმჯდომარე?- ივანიშვილი.

თუ დებატი უნდა და მაღალი წარმომადგენლობა – მოვიდეს. ამ ოლიგარქს კიდევ ჰყავს რამდენიმე პაჟი, მათ შორის ერთ-ერთია პრემიერ-მინისტრი, რომელიც როგორც მენეჯერი უკვე ვნახეთ რაც იყო, ბოლომდე ჩააფლავა კოვიდთან ბრძოლა, ახლა მოვიდეს როგორც პოლიტიკოსი და დაჯდეს.

არის წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. მოინდომა ბიჭმა ახლობელ ტელევიზიაში  და გავარჩიოთ საქმე, მაგას ხო არ ძმარავს ცოტა?! …იყოს” ამბობს გიგი უგულავა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER