პომპეოს ადგილზე არც მე შევხვდებოდი ოპოზიციას – თეა თუთბერიძე

5132
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თეა თუთბერიძის გამოხმაურება ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

“უკმაყოფილო სტატუსებს ვკითხულობ ამერიკის სახელმწიფო მდივანი პომპეო საქართველოში ჩამოდის მაგრამ ოპოზიციას არ ხვდებაო.

მეგობრებო, მეც რომ პომპეოს ადგილზე ვიყო არც მე არ შევხვდებოდი ოპოზიციას. და იცით რატომ? მთელი ნაგავი რუსებზე მომუშავე, რუსული სპეცსამსახურების აგენტურა და მერე მათგანვე გამოსროლილი ტიპები მიიტმასნეთ და გვერდით გყავთ დაყენებული და რუსების აგენტურას თუ უნდა ველაპარაკო, მათგან მოსროლილ ტიპებს არ დაველაპარაკები.

იმათ დაველაპარაკები ვინც ძალაუფლებას ფლობს. რატომ უნდა ველაპარაკო ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს, ეკა ბესელიას, გუბაზ სანიკიძეს, შალვა ნათელაშვილს, ალეკო ელისაშვილს, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს და ა.შ. და ა.შ.?”– წერს თეა თუთბერიძე.

თქვენი კომენტარი?