ქალბატონო პრეზიდენტო, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ – თენგიზ ცერცვაძე

546
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის თანადგომისა და გამხნევებისთვის და საპასუხო წერილს უგზავნის:

“თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო;
უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია. პატივისცემით, თენგიზ ცერცვაძე”- ვკითხულობთ საპასუხო წერილში.

თქვენი კომენტარი?