სირცხვილის დერეფნები არ იქნება

249
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე ე.წ სირცხვილის დერეფნები არ იქნება. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამომრჩეველზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვისი მხარდამჭერია. შესაბამისად დაანონსებული სირცხვილის დერეფნებიც აღარ იქნება, თუმცა კონკრეტულად რა ფორმით გააპროტესტებს ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მათი მოთხოვნაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE