ატყობთ, როგორ შეიცვალა დიპკორპუსის ენა? – სოსო მანჯავიძე

520
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სოსო მანჯავიძის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ატყობთ, როგორ შეიცვალა დიპკორპუსის ენა? ყველაზე საოცარი პასაჟი მაინც ის იყო-ეგ კინო ნანახი გვაქვსო, რომ განაცხადეს.

აქედან უკვე ახლოა გრიგოლიას და გვარამიას ტოკ-შოუებამდე. ამასობაში ნაცებს ვინც არ მოსწონთ, სულ რუსეთის აგენტებს და უსინდისოებს ეძახიან.
“ოცნება” კმაყოფილია.

ნაცებთან შედარებით ბეჯით და წესიერ მოწაფეებად გამოიყურებიან დასავლეთის თვალში. “ფასილიტატორებს”, როგორც ჩანს უკვე ყელში ამოუვიდათ მუდმივ ძიძგილაობაში მყოფი ქართველების გაშველება.

ისე, ცირკია. დასდევს ეუთო-ოდირი, სახ.დეპი და დიპ-კორპუსი – შედით პარლამენტშიო და არ შედიან. ლამის ლასოებით დაუწყონ დაჭერა ამ გაველურებულ პოლიტიკურ მუსტანგებს.

ხომ გაუხადეს სახვეწნად ღრმა კოჰაბიტაციაში ჩაფლულ “ოცნებას” საქმე?
“რაც მოგივა დავითაო. ყველა შენი თავითაო”- ბრძენი კაცის ნათქვამია ეს.”- წერს სოსო მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE