ლევან ზურაბაშვილი ბოდიშს უხდის ყოფილ მძევლებს და წერილს ავრცელებს

3227
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინაანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, ვინც მისი მძევლები გახდნენ. წერილი მან ექსკლუზიურად “აჭარის ტელევიზიას”გაუგზავნა.

“ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც იმყოფებოდა შენობაში და მათ ოჯახის წევრებს, ვინც მიიღო სტრესი და ვინ თუ არა მათ იციან ძალიან კარგად, რომ მე არ მსურდა მათი დაზიანება. ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა. რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას.

ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს საშუალება შეიძინონ საჭირო მედიკამენტები ვინაიდან კატასტროფულად მოიმატა ფასებმა და ამის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები.

მე ამ იდეის გამო ვიბრძვი და ვიბრძოლებ სადაც არ უნდა ვიყო, ვინაიდან ეს არის მხოლოდ ჩემი სატკივარი და ყველამ ერთდ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს ხალხზე. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის” – წერს ლევან ზურაბაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE