პარლამენტიც მარტო თქვენია და მთელი ქვეყანა თქვენია, გილოცავთ! ვაშა – ინგა გრიგოლია

669
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინგა გრიგოლიას გამოხმაურება “ქართული ოცნების”ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ნაც.მოძრაობის აქტივისტებს ავალებენ საბჭოთა ჰიმნის შესრულებას “ქართული ოცნების” მისამართით.

“ვსო, ვეღარ ვჩერდები, ამას დავალება რად უნდოდა?  ისედაც ცხადი იყო  ბატონო მამუკა, რომ არ აგცდებოდათ საბჭოთა კავშირის ჰიმნი.  17-ვე მანდატი თქვენია, ბატონო მამუკა, პარლამენტიც მარტო თქვენია და მთელი ქვეყანა თქვენია, გილოცავთ! ვაშა”– წერს ინგა გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE