კარგია, რომ არ შევიდნენ პარლამენტში! გამოჩნდა, რომ მათი ადგილი იქ ნამდვილად აღარ არის – მაია ნიკოლეიშვილი

702
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი არჩევნების დასრულებასა და ოპოზიციის არჩევანზე წერს:

“დასრულდა არჩევნები! დიახ, მიხარია! მეორე მხარეს დარჩენილმა ადამიანებმა ღრმა ინფანტილიზმი აჩვენეს: სოციოპათების და ფსიქოპათების ტოქსიურ ორბიტაზე გადასვლა პოლიტიკოსობას გამორიცხავს.

ამ რეალობის გათვალისწინებით, რაც უფრო თავისუფალი იქნება პარლამენტი სექტანტური აზროვნების მქონე, დესტრუქციული, აგრესიული, ინფანტილური პერსონებისგან, ქვეყნისთვის უკეთესია.

მათი წინასაარჩევნო და არჩევნებში დამარცხების შემდგომი რიტორიკა აგრესიული 90-იანების უშნო კალკია – იგივე სახეები, იგივე კლიშეები! დრო შეიცვალა და მორალურად მოძველდა ეს სტილი. კარგია, რომ არ შევიდნენ პარლამენტში! გამოჩნდა, რომ მათი ადგილი იქ ნამდვილად აღარ არის!

კარგია, ბოლოს და ბოლოს, “ქართული პოლიტიკის მონოპოლისტმა პოლიტიკანებმა” გზა გაუთავისუფლეს ჯანსაღ ძალებს ქართულ პოლიტიკაში შემოსასვლელად!
ამით 90-იან-2000-იანების სტილის პოლიტიკოსების ეპოქა მთავრდება და იწყება ახალი!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE