გვსურს პასუხი გავცეთ იმ უმსგავსო ცილისწამებას, რომელიც ტელეკომპანია პირველის ეთერში გაჟღერდა – ირმა ჭკადუა

796
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლევან ზურაბაშვილის უფლებების დამცველი ადვოკატი ირმა ჭკადუა ეხმიანება TV “პირველი”-ს ეთერში გასულ რეპორტაჟს:

“საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ლევან ზურაბაშვილს ოფიციალურად წარედგინა ბრალი პროკურატურის მიერ, რასაც მისი უფლებადამცველები კატეგორიულად არ ვეთახმებით სხვადასხვა გარემოებების გამო, რომელსაც სასამართლოში მყარი ფაქტობრივი არგუმენტებით დავასაბუთებთ.

თუმცა, გვიჭირს მოვძებნოთ არგუმენტები იმ მიზანმიმართულ მედია კამპანიაზე, რომელიც “tv პირველი”-ს გუნდმა, ლევან ზურაბაშვილის წინააღმდეგ წამოიწყო. გუშინ, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში, პირდაპირ ითქვა, რომ თითქოს ლევან ზურაბაშვილი პოლიციასთან წინასწარი შეთახმებით მოქმედებდა და გარიგებაში იმყოფებოდა სამართალდამცავ უწყებებთან.

ამ ვერსის თანახმად, ზურაბაშვილის გულწრფელი პროტესტი გაუსაძლისი სიდუხჭირით არ ყოფილა ნაკარნახევი და პროცესები, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვითარდებოდა, პოლიციის რეიტინგის გაზრდას ემსახურებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ეს ვერსია არის სრული სიყალბე და წამყვანის მიერ გამოგონილი ისტორია, მაინც მძიმე მოსასმენი იყო პატიმრობაში მყოფი ლევანისთვის და თავისი ასაკოვანი დედისთვის.

სწორედ ლევან ზურაბაშვილის დედის ინტერვიუს საშუალებით გვსურს პასუხი გავცეთ იმ უმსგავსო ცილისწამებას, რომელიც ტელეკომპანია პირველის ეთერში გაჟღერდა. დაე, საზოგადოებამ შეაფასოს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები.”- აცხადებს ირმა ჭკადუა.

ამ თემაზე:

ლევან ზურაბაშვილის დედა ბოდიშს უხდის ყველას (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?