ჩაფლავების ფონზე მაინც გააანალიზეთ თქვე უბადრუკებო რა დაგმართათ სეთურმა – ნანა კაკაბაძე

3289
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნანა კაკაბაძის შეფასება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსზე, არჩევნებსა და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების ქმედებებზე:

საბჭოთა არჩევნებს ჰგავდაო ამბობენ დღევანდელი ნეობოლშევიკები, რომლებმაც გადასარევად იციან, რომ საბჭოეთში ერთი პარტია იყო და სხვა პარტიის არსებობას კანონი არ უზრუნველყოფდა, იყო მხოლოდ ამ პარტიის ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებები.

არ არსებობდა კანონიერი გზა განსხვავებული არჩევანის გასაკეთებლად და დისიდენტები, შიშველი ხელებით იბრძოდნენ ამ რეალობის შესაცვლელად.

იქნებ აუხსნათ გუშინ გამომცხვარ ბუაძეებს და ნეო-ბოლშევიზმით შეპყრობილებს – რა განსხვავებაა საბჭოთა დროს ბრძოლისა და დღევანდელ ბრძოლას შორის

2020 ის არჩევნებში 62 პარტია იღებდა მონაწილეობას, აქედან 9 პარტიამ მიიღო ხალხის ხმა და ამ პარტიებს და ნაცებს ეკუთვნის ქვეყანაში 7 პარტიული ტელევიზია, რომელიც ფაქტობრივად მათი პოლიტიკური უჯრედია.

ხელისუფლებამ  დამატებით მიიღო საარჩევნოდ წესი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს ერგებოდა. ამ ფონზე ჩატარებულ არჩევნებს საბჭოთას ვინც ადარებს ან ბეცია ან თავხედი!

საბჭოთა არჩევნებს რომ ადარებენ 2020 ის არჩევნებს ნაცებთან ერთად “ლელოცაა” – არადა მისი ლიდერი ხაზარაზე 1989 წლის 18 თებერვალს, სხვა კომკავშირლებთან ერთად, რომლებსაც საგნები ჰქონდათ დარჩენილი, გეპეის მაშინდელმა რექტორმა ჩოგოვაძემ ხელკეტებით მოუსია ჩვენს მიტინგს, მიძღვნილს აფხაზეთის პრობლემებზე.

მამუკა ხაზარაძე იყო სწირედ ის, ვინც სხვა კომკავშირლებთან ერთად მერაბ კოსტავას ხელკეტებით აგდებდა ტერიტორიიდან. აი ესენი, ეს ნეოკომკავშირელ ფაშისტები ადარებენ დღევანდელ დღეს საბჭოეთს!

დღევანდელი რეალობა – გუშინდელ 9 წლიან გოგორიშვილ-სააკაშვილისეულ არჩევნების ფონზე სადაც, ხაზარაძე – ჯაფარიძე კი არა მარტო, არამედ დიდი ნაწილი, ვინც დღეს პოლიტიკოსობს – ციხიდან. მოუწევდა ხმის მიცემა ნაცებზე და ამას ვერ ხედავს?!

რა განსხვავებაა დღეს გუშინდელთან?

სწორედ ხალხის მიერ ამის გაცნობიერებამ მოიტანა ის რომ, კრიმინალური ოპოზიცია ჩაფლავდა!  ჩაფლავების ფონზე მაინც გააანალიზეთ თქვე უბადრუკებო რა დაგმართათ სეთურმა! სამარცხვინოები! “- წერს ნანა კაკაბაძე.

თქვენი კომენტარი?