ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მთელი “ქართული ოცნება” დამწკრივდებიან და სახლში წავლენ? – ბონდო მძინარაშვილი

1449
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილი პოსტი ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებზე:

“ნაცსექტა და მისი ანაფხეკები რას ითხოვენ “ქართული ოცნებისგან”, – ხელისუფლების დათმობას?! რა ულტიმატუმებით ლაპარაკობენ, – ხელისუფლებას თუ არ დაგვითმობთ, პარლამენტში არ შემოვალთო?!

რა საინტერესოა ადამიანის ფსიქიკა. თითქოს ისე აკლდეს შაბათის მათხოვრები, ახლა ეს პოლიტიკური მათხოვრები დამწკრივდნენ ივანიშვილის კართან!

ესე იგი, ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ ამ ულტიმატუმის პასუხად, ბიძინა ივანიშვილი და მთელი “ქართული ოცნება” დამწკრივდებიან და სახლში წავლენ, ეს დუპლეტები კი სახელისუფლებო სავარძლებს დაიკავებენ!

ჰო, სულ მაგაზე ოცნებობს ივანიშვილი, – ხელისუფლება გადააბაროს მელიას, ვაშაძეებს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეებს, ელისაშვილს, ბოკერია-უგულავას, ნათელაშვილს, ბურჯანაძეს…

ბურჯანაძე არ უნდა დამეწერა, ბარიერი ვერ გადალახა. 

ჰო, სულ ამაზე ფიქრობს “ქართული ოცნების” ხელისუფლება!

და ხალხს აღარაფერს ეკითხებით?! ხალხს თუ უნდიხართ?!

ბიჯო, თუ რამის თავი გაქვთ, მიდით, აბა, წაართვით ძალაუფლება! აი, რა მაგრად გაკლიათ, რა”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?