ეს კაცი,რომელმაც მწარე სიმართლე თქვა, ციხეში უნდა იჯდეს? – ირაკლი კაკაბაძე

2229
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მწერალი ირაკლი კაკაბაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის საქმეზე დაკავებულ ლევან ზურაბაშვილთან დაკავშირებით წერს და მიიჩნევს, რომ მისი დატოვება პატიმრობაში, არის უსამართლო.

“მე პირადად არ მესმის რა სამართალია ამ ადამიანისთვის პატიმრობის მისჯა – ეს არის ნეოლიბერალური სისტემის ავტორიტარიზმის გამოვლინება.

ადამიანმა სხვა ადამიანებზე იფიქრა და მხოლოდ მან გააჟღერა ბევრი ჩვენგანის სათქმელი და მას ციხე უნდა შევუფარდოთ? მილიონების ქურდები გარეთ არიან, მწამებლები, მკვლელები ყოველ დღე ტელევიზიით გვემუქრებიან.

და ეს კაცი – ლევან ზურაბაშვილი, რომელმაც ჩვენს მაგივრად მწარე სიმართლე თქვა – ციხეში უნდა იჯდეს? აი, ამიტომ არის ნეოლიბერალური სისტემა მიუღებელი – ეს სისტემა მხოლოდ ბანკებს და მევახშეებს იცავს. ის უბრალო ადამიანს არ იცავს.”– წერს ირაკლი კაკაბაძე.

თქვენი კომენტარი?