დაკარგეთ ფეისბუქის ძველი ვერსიის აღდგენის იმედი? – დაიბრუნეთ ძველი დიდება

698
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფეისბუქის ახალი დიზაინი ბევრისთვის არაკომფორტული და გაუგებარია, რის გამოც შეიქმნა რამდენიმე სპეციალური აპლიკაცია, რითიც შესაძლებელია ძველ დიზაინზე გადასვლა, თუმცა ამის შესახებ შეიტყო ფეისბუქმა და დაბლოკა მათი მოქმედება, მაგრამ არის ერთი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ძველ ვერსიაზე დაბრუნება, ამისათვის ყურადღებით გაეცანით მისი დაყენების ინსტრუქციას.

მაშ ასე:

  1. დააწექით ამ წარწერას, რომელიც გადაგიყვანთ სპეციალურ საიტზე, სადაც განთავსებულია პროგრამა,იქ დაგხვდებათ ლურჯი ღილაკი წარწერით “Add to chrome”  – ანუ თქვენ ინტერნეტ ბრაუზერში დაყენება,შემდეგ გამოჩნდება წარწერა  “Add extension”  დააწექით ამ წარწერას
  2. ამის შემდეგ თქვენი კომპიუტერის ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა მონახოთ უკვე დაყენებული პროგრამა სახელწოდებით “Old layout for Facebook” დააწვეთ ამ ღილაკს და გამოიტანს ფანჯარას, სადაც ვაწვებით ნაცრისფერ ღილაკს “Allow popup To appear”  შემდეგ ხელმეორედ შევდივართ ფეისბუქზე, ანუ ვარეფრეშებთ და ჩნდება  ფანჯარა, სადაც ვირჩევთ ლურჯ ღილაკს “Switch to old layout” თუ გვსურს, რომ ძველ დიზაინზე დაბრუნდეს, თუ არ გვსურს ვირჩევთ ღილაკს “Disable this popup”.
  3. სასურველ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ბოლოჯერ ვარეფრეშებთ ფეისბუქ გვერდს და თქვენ დაუბრუნდებით ძველ დიზაინს.

შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ ეს კომპინაციები, მაგრამ ხელის ერთი მოძრაობით ძალიან მარტივია. თუ ვერ ერკვევით ტექნოლოგიურ ტერმინებში, დაიხმარეთ შედარებით ახალგაზრდები ან მცოდნე ადამიანები.

და ბოლოს: შესაძლოა პერიოდულად ისევ ახალ ვერსიაზე გადაგიყვანით ფეისბუქმა, თუმცა შეინახეთ ჩვენი სტატია და გაიხსენეთ.

თქვენი კომენტარი?