ყველამ მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა – სოსო რობაქიძე

328
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დადგა. როგორც მოკლულის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, ყველამ მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით. აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის 3 თვის ვადით და თანამდებობის დაკავება 2 წლია და 3 თვის ვადიათ.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE