ამჯერად ოპოზიციის მისამართით მაქვს ერთი შეკითხვა – მერაბ მეტრეველი

4125
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვა ოპოზიციას:

“ამჯერად ოპოზიციის მისამართით მაქვს ერთი შეკითხვა (ამ კითხვას გადაცემაშიც დაგისვამთ, მაგრამ აქაც იყოს:

ხომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია? ხართ.
ასევე იმაშიც ხომ ხართ დარმწუნებული, რომ ამ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ხალხსს არჩევანი მოპარა? ხართ.

ჰოდა, ამ ფონზე ხომ ჩნდება კითხვა: პრორუსულ ხელისუფლებას, რომელმაც მოსახლეობას არჩევანი წაართვა, ამ კრიზისის ფონზე დასავლეთი მხარს რატომ უჭერს? რატომ მოდის ამერიკიდან, თუ ევროპიდან სულ ისეთი წერილები და განცხადებები, სადაც ჩანს, რომ ოპოზციას უფრო არ ეთანხმებიან, ვიდრე ხელისუფლებას?

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე, ბუშმა რომ გაუპრავა სააკაშვილს შედეგები, მაშინ იმას ვამბობდით, რომ სააკაშვილი, როგორც ამერიკის მოკავშირე არ გაწირეს, თან ალეტერნატივა გრეჩიხა იყო და ამიტომ დაუდგნენ გვერდითო და ახლა რა ხდება? რატომ არიან მზად პუტინის მოკავშირეს გაუპრავონ გაყალბება? რა მდგომარეობაა? რა ვითარებაა? დამჯერებლად ამიხსენით.”- წერს მერაბ მეტრეველი.

თქვენი კომენტარი?