გულწრფელად ვკითხულობ: გამაგებინეთ რას ითხოვთ? – ნინო ჯანგირაშვილი

909
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში:

კომენდანტის საათი გვაქვს. სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები თვეებია დახურულია(ევროპაში ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია სხვათა შორის), კლუბები, კინოთეატრები, გასართობი ცენტრები თვეებია დახურულია და არც გახსნილა საერთოდ. რესტორნებში ქორწილს, ქელეხს, დიდ წვეულებას ვერ გადაიხდი, რის გამოც რესტორნების დიდი ნაწილი დახურულია.

ყველა ბიზნესი და საქმიანობა, რაც ხალხმრავლობას ითვალისწინებს პრაქტიკულად დახურულია. საზღვრები მეცხრე თვეა ჩაკეტილია. ჰოდა, ჩაკეტვის მოტრფიალეებს მინდა ვკითხო: კიდევ რის დახურვას ითხოვთ? აფთიაქში გახარიას საშვით გინდათ რომ წახვიდეთ? თუ თმის საკუთარი ხელით შეჭრა მოგენატრათ? ააა, ალბათ ის რეგულაცია უნდა დაბრუნდეს ცოლი რომ ქმარს მანქანაში წინ ვერ უჯდებოდა? გულწრფელად ვკითხულობ: გამაგებინეთ რას ითხოვთ?”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?