ირმა ინაშვილს მხარდამჭერები და მეგობრები მიმართავენ

4654
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირმა ინაშვილისა და პატრიოტთა ალიანსის გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანებიან მათი მხარდამჭერები და მეგობრები.

მამუკა მჭედლიშვილია ერთ-ერთი, ვინც  მიმართავს ირმა ინაშვილს და მოუწოდებს, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება.

“ირმა ინაშვილს  მივმართავ! ძალიან მიყვარხარ და პირადად ჩემი ოჯახი შენი ამომრჩეველია! ცოტა ვართ, რვა ხმა ვართ სულ, მაგრამ ეს რვა, ყველაზე გვერდში მდგომია მერწმუნე! ნუ დაემსგავსები სხვებს, რაღაც ისე შეცვალე, შენსკენაც რომ დაალაგო ყველაფერი, და იმ ამომრჩეველთან ვინც ნდობა გამოგიცხადა!

ნუ შეურთდები ყველას! რადგან იმ ყველასგან გამორჩეული ხარ!…იურისტები ჩართე და ყველა ღონე და ხერხი ცადე, რომ საერთო ბოიკოტს გამოეყო! ჩვენ შენი გვჯერა, და გვეიმედები! მჯერა რომ ისე გააკეთებ, რომ შემდგომშიც შენს გვერდით დავრჩეთ! შენი შარმი, განსვავებულობაშია, და შენი სწორი გადაწყვეტილებით, არ დაგვკარგო! – გვიყვარხარ “– წერს მამუკა მჭედლიშვილი.

დაფიქრებისკენ მოუწოდებს ირმა ინაშვილს ვერა-ციცინო ხარაბაძეც, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში წერს:

“მიყვარხარ გაფასებ და პატივს გცემ, მეც იგივეს გთხოვ რაც მამუკამ გითხრაგთხოვ მიაფურთხე ეშმაკებს არ ხარ შენ მაგათი ტოლი და ნუ დაასხავ ეშმაკების წისწვილზე წყალს. მესმის შენი, რომ გული გწყდება მაგრამ მე გთხოვ მიაფურთხე ეშმაკებს და შედი პარლამენტში, ნუ გაიიგივებ თავს ეშმაკებთან გთხოვ.

ვინაიდან, რაც უნდა მართალი იყო ამ მომენტში უკვე უფასურდება შენი სიმართლე. მე მაინც მიყვარხარ და მეყვარები ყოველთვის, თუმცა მინდა, რომ რეაულურად შეაფასო სიტუაცია.”- წერს ვერა ციცინო ხარაბაძე.


ამ თემაზე;

“პატრიოტთა ალიანსიც” ხელახალ არჩევნებს ითხოვს

თქვენი კომენტარი?