ნინო ჯანგირაშვილის მოთხოვნა

790
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნინო ჯანგირაშვილი გამოდის ინიციატივითა და მოთხოვნით, რომ შეგროვდეს ხელმოწერები, რომელშიც მოქალაქეები მოითხოვენ, რომ პანბდემიის პერიოდში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. ამ ინიციატივით ნინო ჯანგირაშვილი ეხმიანება მთავრობის მიერ, ფინანსური დახმარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი.

თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.

P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.
თქვენი კომენტარი?