ამ ძვირფასი სავარძლიდან, ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს – შალვა რამიშვილი

737
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ ჩართვას და ყურადღებას ამახვილებს არა მის განცხადებაზე, არამედ სავარძელზე, რომელზეც სააკაშვილი იჯდა.

“გუშინ ეს ბოროტი ჩიტი თავისი ფებე ლაივისას ამ სავარძელზე იყო წამოსკუპებული. ეს არის  “პრუსტის სავარძელი”, რომლის შემქმნელი არის იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მენდინი. სავარძლის ფასი 14 ათასი დოლარი გახლავთ. ეს ე.წ. დიზაინერული ავეჯია, რომლის ყიდვის საშუალება მხოლოდ ძალზედ მდიდარ ადამიანებს აქვთ.

სააკაშვილისგან ვიცით, რომ ის “დედამისის კმაყოფაზეა” და ალბათ ამ სავარძელზეც იტყვის, რომ ქ ნმა გიულიმ უყიდა.

მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს.

უსაფრთხოდ, დიზაინერული ავეჯისა და ფუფუნების სხვა საგნებით გარშემორტყმული ჩმორი მოუწოდებს თავის მრევლს, რომ მისი გულისთვის თავი გასწირონ.

ეს იმდენად ამზარზენია, რომ სიტყვებიც არ მყოფნის!

მაგრამ, მრევლს რომ თავი დავანებოთ, ეს პატარ-პატარა პარტიები სად ჭირში და მოუსავლეთში მიყვებიან ჯოკერის ტახტზე შემომჯდარ ბოროტ ჩიტს? აი, ესაა საკითხავი!”– წერს შალვა რამიშვილი.

თქვენი კომენტარი?